Skip to content

რატომ ”ცისფიქრიანი” ?

May 20, 2011

არსებობს ასეთი ცადმაცქერალი და ცისფიქრიანი ადამიანი – გურამ პეტრიაშვილი.. მწერალი და პოეტი, რომელმაც შექმნა ყველაზე არაამქვეყნიური ზღაპრების წიგნი ”პატარა ქალაქის ზღაპრები”

დიდი სიამაყით ვწერ, რომ ამ წიგნის 1988 წლიანი გამოცემა ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს ჩემს პირად ბიბლიოთეკაში და ბედნიერი ვარ, რომ ამ ზღაპრებზე გამზარდა დედამ.. (არსებობს ამ წიგნის ახლებური ვერსიაც, მაგრამ იქ მხოლოდ 14 ზღაპარი შედის და საკმაოდ შეუფერებლადაა დასურათებული ჩემი აზრით)

ვდებ რამდენიმე სურათს 88წლიანი გამოშვებიდან:

ზღაპარი ”მესიზმრე”

”კაცი და ქარი”

”მევიოლინე და პატარა ჩიტი”

”ყვავილები”

”უცნაური მხატვარი”

სიტყვები ”ცისფიქრიანი” და ”ცადმაცქერალი” ზღაპარ ”მექუდეში” შემხვდა წლების წინ და ჩემს ლექსიკონშიც ასე მოხვდა..

რაც შეეხება წიგნს, ეს არის საოცრება.. წიგნი, რომელსაც წიგნების ჩემეული შეფასების 10ბალიანი სისტემიდან 10+ დავუწერე.. ამ თითქოს საბავშვო ზღაპრებში უამრავი სიბრძნე და ლამაზი ფრაზა აღმოვაჩინე.. მაგალითისთვის რამდენიმეს ვწერ:

”ყველა ბეჰემოთს თუ არაბეჰემოთს სიცოცხლეში ერთხელ აუცილებლად ეტყვის რაღაც იდუმალი ხმა, დახუჭე თვალები და გამომყევიო. მაგრამ იშვიათად აღმოჩნდება ვინმე, რომ დაუჯეროს იმ ხმას. უმრავლესობა მაშინვე თვალებს დააჭყეტს, წამოვარდება და დაიწყებს ხმამაღლა მსჯელობას, სად უნდა წავიდე, რატომ უნდა წავიდე, თანაც რატომ თვალდახუჭული? იქნებ ჩემი კლდეზე გადაგდება უნდათო. არადა სჯობს კი, რომ მშვიდად მიენდოს იმ ხმას და მიჰყვეს უკან”

”ესაა სწორედ მთავარი, სიზმრის მხედველი ხარ თუ არა. აქაა მთავარი განსხვავება სხვადასხვა არსებას შორის. ვიღაც-ვიღაცებს შეიძლება ძალიანაც ეწყინოთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ სიზმრის მხედველი კაცი და სიზმრის მხედველი ბეჰემოთი უფრო ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე ორი კაცი, რომელთაგანაც ერთი ხედავს სიზმრებს, მეორე კი – არა. ანუ ერთი არის, მეორე კი არაა სიზმრის მხედველი.”

ზღაპრიდან ”ბეჰემოთი და სიზმარი”

”თუ ფრენა შეგიძლია, მშვენიერი  ხარ ამით. უნდა იფრინო! და არ გინდა სხვა სილამაზე”

ზღაპრიდან ”მხატვარი და თეთრი ჩიტები”

”და თუ ცა გახსოვს მუდამ, არ შეიძლება კარგი კაცი არ იყო”

ზღაპრიდან ”მექუდე”

”ხულიგნობა ის კი არაა, თვითონ რომ დგები ყირაზე, არამედ ის, რომ სხვა გინდა ყირაზე დააყენო ძალით.”

”და სიბრიყვეში ხომ სწორედ იმით იცნობიან, რომ რატომღაც სულ იმას ცდილობენ, ის კაცი არ მოასვენონ, ვინც ყვავილების ან ვარსკვლავების სურნელით ტკბება”

ზღაპრიდან ”ყირამალა მოსიარულე კაცი”

ისე, ამ წიგნიდან ყველა სიტყვაა ამოსაწერი, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ვერ გაიგოს მან, ვისაც არ წაუკითხავს..

About these ads
4 Comments leave one →
  1. Teaa permalink
    June 12, 2011 6:44 pm

    ზღაპრები და მულტფილმები, როგორ მიყვარს :) :) ეხლა ზღაპრებს ღიმილით ვიხსენებ და მულტფილმებს მაინც ვერ ველევი.. მიყვარს!!!!!!!!!!!!!!!!!! პ.ს. კი, სრულწლოვანი ვარ ! :D :D :D

  2. October 3, 2012 5:00 am

    ვგიჟდები ამ გამოცემაზე <3 მეც ეს მაქვს და საშინლად მწყდება გული როცა თითქმის არავის წაუკითხავს ეს ზღაპრები :| მეც მაგაზე ვარ გაზრდილი და ჩემი შვილებიც მაგ ზღაპრებზე გაიზრდებიან <3
    გამიხარდა ახლა რომ აღმოვაჩინე და სხვათშორის დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე რაღაც ისეთი ზღაპრებია უკეთესი ადამიანი გინდება რომ გახდე <3

  3. October 4, 2012 3:28 am

  4. ნინო permalink
    October 26, 2014 1:37 pm

    როგორ მიყვარდა<3 და ეს სურათებიც რომ ვნახე ბავშვობა გამახსენდა :((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 80 other followers

%d bloggers like this: