Skip to content

ტომას მორი

იანვარი 6, 2016

                                                          ტომას მორი – Sir Thomas More 

 

ქვეყანა: ინგლისი             sd

მოღვაწეობის საუკუნე:   მე-15 – მე-16

დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები:  1478-1535

ქალაქები:  დაიბადა ლონდონში

ოჯახი:  1 ცოლი, 4 შვილი

ფერი/სტილი:  ყავისფერიტყავისფერი

მთავარი შინაარსი ნაწარმოებებისა:  სახელმწიფო წყობილება

წაკითხული ნაწარმოებები:  „უტოპია“

ქულა:  7

სხვა ფაქტები:   კათოლიკეებმა წმინდანად შერაცხეს

წაიკითხე მეტი…

კობო აბე

დეკემბერი 6, 2015

კობო აბე – 安部 公房

ssssss

ფსევდონიმი:  კოობოო აბე
ნამდვილი სახელი და გვარი:  კიმიფუსა აბე
ქვეყანა: იაპონია
მოღვაწეობის საუკუნე: მე-20
დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები:  1924-1993
ქალაქები:  ტოკიო – ტოკიო
ოჯახი: ცოლი
ფერი/სტილი: ქვიშისფერი, მუყაოსფერი
მთავარი შინაარსი ნაწარმოებებისა (თუ არსებობს): ადამიანის მარტოობა, გაუცხოება ადამიანსა და ადამიანებს შორის.
წაკითხული ნაწარმოებები:  „ქალი ქვიშაში“, „ადამიანი-ყუთი“
ქულა:  8
ფილმი: Woman in the Dunes (1964)

წაიკითხე მეტი…

Wolf children Ame and Yuki

ოქტომბერი 23, 2015

10930904_849799048394458_6967083295700300303_n

ვერ აგიხსნი, რამდენად კარგი ანიმეა. საოცრებაა. აუცილებლად უნდა უყურო! რომ ვფიქრობ, ვთბები, მეღიმება და თვალები მიცრემლიანდება.

წაიკითხე მეტი…

Limbo

ოქტომბერი 22, 2015
tags:

Limbo

გადმოწერეთ

ითამაშეთ

ჯერალდ დარელი

ოქტომბერი 11, 2015

ჯერალდ დარელი

1244188707_extras_ladillos_1_1ქვეყანა: ინგლისი
საუკუნე: მე-20
თარიღები: 1925-1995
გარდაცვალების ასაკი: 70
ადგილები: დაიბადა ინდოეთში, დაიღუპა ინგლისში
ოჯახი: ორი ძმა (ლარი, ლესლი), 1 და (მარგო), 2 ცოლი.
ფერი/სტილი: <3 ზღვაში მზე რომ აირეკლება, იმფერი; ზღვისფერი; მწვანე კორომებისფერი.
მთავარი შინაარსი ნაწარმოებებისა (თუ არსებობს): ბუნება!
წაკითხული ნაწარმოებები: „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“
ქულა: 10
სხვა ფაქტები: არსებობს ჯერალდ დარელის ცხოველთა დაცვის ფონდი. http://www.durrell.org
ფილმი: „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“

წაიკითხე მეტი…

ირაო

აგვისტო 27, 2015

ირაოს ვარტყამდი გაშლილ მინდორს, სადაც მე ვიდექი და ზევით მეს ვუყურებდი.

ლამაზ, მშვიდ, ცოცხალ ირაოს.

უცებ დავეშვი ჩემკენ და დავეჯახე; ნელ-ნელა შევეზარდე, შევერწყე, გავერთიანდი.

უცნაური გრძნობაა, როცა ადამიანი და ფრინველი ერთდება. შიგნით ბუმბულს ვგრძნობ. ყელშიც ბუმბულის გემო მაქვს.

ხელები გავშალე. ჩემს შიგნით მემაც გაშალა ფრთები.

ვიგრძენი, როგორ ფართოვდებოდა ჩემი ფრთები ჩემი ხელების ქვეშ. ნელ-ნელა ფართოვდებოდა.

ბოლოს ხელებიდან სისხლი წამომივიდა და ვიგრძენი, როგორ ამომდიოდა ბუმბული.

ჩემი ხელები დაგრძელდა და გაფართოვდა.

და გავიქეცი.

ფეხებქვეშ მიწის ხმა.

ქარის შხუილი ყურებში.

ხელები დავიქნიე. ოდნავ ავიწიე ჰაერში და ისევ დავეშვი.

გავიქეცი, გავიქეცი, დავიქნიე ხელები, დავიქნიე ფრთები. დავიქნიე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ.

სირბილი, ქარი სახეში, ქარი ხელებში, ქარი ფრთებში, ქარი ბუმბულში.

ფრთები დავიქნიე, დავიქნიე, დავიქნიე და ავფრინდი.

როგორი მსუბუქი ვყოფილვარ!

ზევით! ზევით! ზევით!

11007_10205323636561807_4348806447803128553_n

耳をすませば (Whisper of the heart)

აგვისტო 19, 2015

tumblr_midj16q9oG1raym3wo1_500

mimi wo sumaseba სტუდია “Ghibli”-ს ანიმეა, რომელსაც სახელი ჰაიაო მიაზაკიმ, ყველაზე ჟრუანტელმომგვრელმა რეჟისორმა შეურჩია იტალიური თვითმფრინავის – Caproni Ca. 309 Ghibli-ს სახელწოდებიდან. იტალიური სიტყვა “ghibli” ხმელთაშუა ზღვის ქარის არაბულ სახელწოდებაზეა დაფუძნებული. სტუდიის მიზანი ანიმე-ინდუსტრიაში ახალი ქარის ქროლვის გამოწვევა იყო.

ზღაპრული, გემრიელი ანიმეა.

ფენტეზი სამყაროში იშვიათი მოვლენაცაა ნაჩვენები – ელფისა და გნომის სიყვარული.

elfi da gnomi

mimi wo sumaseba-ში ორი არსებული ანიმეს სახელწოდება (პორკო როსო და ტოტორო) და მომავალი ანიმეს (კატის დაბრუნება) გმირი, ჩემი საყვარელი ბარონი (Baron Humbert von Gikkingen) ჩანს.

mimifieife

ეს არის მუნი. ასეთი სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ მთვარესავით სავსეა <3

85745e79bff7573e38286a465dba5978

არ ვიცი, რას შეიძლება ეძებდე ანიმეში; რა თემას გინდა, ეხებოდეს; მაგრამ აუცილებლად, აუცილებლად ეს განძი უნდა ნახო.

აუცილებლად.

გოგონა, რომლის თვალებიც ყველა ფერს ირეკლავდა

ივლისი 2, 2015

ნაია გამჭვირვალეთვალება იყო. ცხოვრობდა ბუნდოვან პლანეტაზე და არცერთი მეგობარი არ ჰყავდა. მის სამყაროში ბევრი იყო გამჭვირვალეთვალება, მაგრამ არც ერთი თვალი არ ირეკლავდა ფერებს.

გამჭვირვალე თვალები წყლისფერი იყო და ოდნავ შესამჩნევად იცვლიდა ტონს, ღელავდა, როგორც ტალღები.

პლანეტა ნაჰლაზე უჩვეულო, მუდამ მოძრავი, მუდამ ფერცვალებადი გარემო იყო. ნაჰლას ხალხს ჰქონდა ცაც და მიწაც, თუმცა, არავინ ფიქრობდა, რომ რომელიმე მათგანი ზევით ან ქვევით უნდა ყოფილიყო. ეს ორი მუდამ იცვლიდა ადგილსა და ფერებს. შეუძლებელი იყო პლანეტის ზედა თუ ქვედა სარტყელის, „მიწის“ და „ცის“ მოწყობა. იქ არ არსებობდა ხელოვნური ბაღები, გზები, გამწვანება და დაგეგმარება. იქ ვერ ააშენებდი ვერცერთსართულიან, ვერცერთოთახიან, ვერერთკვადრატულმეტრიან სახლს. თუკი ადამიანი მაინც გადაწყვეტდა ნაჰლას მორგებას საკუთარ თავზე და რაიმე სახით პლანეტის გარდაქმნას შეეცდებოდა, მისი ნახელავი, სახლი, გზა თუ დარგული ხე მეორე დღეს (ანუ, პირველი დღის მზის ამოსვლიდან დედამიწურ 11 დღეში) ზემოთ, გვერდით, ამოტრიალებული, ფერშეცვლილი დახვდებოდა. ნაჰლას ხალხმა ეს იცოდა, ამიტომ, მათ არასოდეს დაუკარგავთ დრო და არ უცდიათ გარდაექმნათ პლანეტა, რომელიც მათთვის სახლიც იყო, მშობელიც, მასწავლებელიც, მეგობარიცა და, ზოგიერთისთვის, ვისაც ეს უნდოდა, ღმერთიც.

პლანეტა ცოცხალი იყო და ყოველდღე სხვანაირი ხდებოდა. ის უნდა მოგეშინაურებინა, როგორც შინაური ცხოველი. ამას თუ მოახერხებდი, ის ყველა სურვილს, ყველა ნატვრას აგისრულებდა. პლანეტა საუკეთესო საცხოვრებელს უქმნიდა ყველას, ვინც მოსწონდა.

ნაია, როგორც უკვე მიხვდით, პლანეტის რჩეული იყო. ნაჰლას მოსწონდა ეს ჩუმი და სიფრიფანა არსება, წყლისფერი კაბა რომ ეცვა და არსად მიდიოდა თავისი პატარა მეგობრის გარეშე, რომელიც დედამიწურ ფისოს ჰგავდა.

ნაია ყოველთვის ფიქრობდა. ფიქრობდა ყველა სიტყვის ამოთქმამდე, ფიქრობდა ყველა ნაბიჯის გადადგმამდე. ამიტომ, ის არასოდეს ნანობდა თავის ქცევებს. და სიტყვებსაც.  ის – თავისივე თავის მეგობარი იყო. ის ენდობოდა თავის თავს. მას მოსწონდა თავისი წყლისფერი კაბა და თავის თავს ჩუმი, მშვიდი ბედნიერებით კვებავდა.

პლანეტას ეს მოსწონდა. პლანეტას ყოველთვის მოსწონდა ის, ვინც საკუთარ თავთან მშვიდად არსებობდა. ამიტომ ყოველთვის ასაჩუქრებდა ნაიას: იცოდა, რომ მას ახალი ადგილების ნახვა უყვარდა და ყოველდღე (ანუ, ყოველ დედამიწურ 11 დღეში) ახალ პლანეტად იქცეოდა: ახალი ფერებით, მცენარეებით, ცხოველებით, ხმით, სუნით.. იცოდა, ნაიას ვასრკვლავების ყურება უყვარდა, ამიტომაც შეამოკლა დღე და გახადა დედამიწურ11დღიანი; ასწავლა ნაიას ის, რაც თვითონ იცოდა – სამყაროს მოსმენა და დანახვა.

ნაიაც პასუხობდა იმ ჩურჩულა სიყვარულით, რომელიც ყველა პლანეტას აბედნიერებს.

და ერთ დღეს პლანეტა ნაჰლამ ნაიას გამჭვირვალე-წყლისფერ თვალებს ფერების არეკვლის უნარი მისცა.

ფერების არეკვლა მარტო ფერების არეკვლას არ ნიშნავდა. მისი თვალები ყველაფრის ფერს და ხასიათს აირეკლავდა: შეხედავდა ხეს და თვალები უმწვანდებოდა. შეხედავდა ხეს და გრძნობდა ყველაფერს, რასაც ხეები გრძნობენ. შეხედავდა ხეს და შრიალებდა ქარში, მიწიდან იწოვდა წყალს, ისხამდა ყვავილებს, ფოთლებს, ნაყოფს.

ნაია მარტო უსულო საგნებს კიარა, ცოცხალ არსებებსაც ირეკლავდა. მას შეეძლო, ეგრძნო ნებისმიერ ფრინველობა, მწერობა, ცხოველობა. და ადამიანობაც.

ყველა ადამიანს თავისი ფერი ჰქონდა და ყველა ფერი რაღაცას ნიშნავდა. ყველა ფერს შეეფერებოდა ერთი სიტყვა, რომელიც ადამიანს აღწერდა. ზუსტად და სამართლიანად.

აი, ეს იყო ნაჰლას საჩუქარი. უფრო ძვირფასი, ვიდრე მის მიერ გაცემული ყველა სხვა წყალობა.

წარმოიდგინეთ – ის გრძნობდა ყველაფერს, რასაც ნებისმიერი სხვა. რა თქმა უნდა, მას შეეძლო, თვალები ისევ წყლისფერად ექცია და არაფერი აერეკლა – ეს რომ არა, პლანეტის საჩუქარი წყალობა არ იქნებოდა.

ნაიამ შეიგრძნო უამრავი არსების გრძნობა, დაინახა უამრავი რამ მათი თვალებით და მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად თავისი პლანეტა არასოდეს დაუტოვებია, უამრავ ადგილას იმოგზაურა. და მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ადამიანი უნახავს ხორციელად, უამრავი მეგობარი შეიძინა. და მიუხედავად იმისა, რომ მას ვერავინ ხედავდა, ყველა გრძნობდა მის არსებობას; ყველა გრძნობდა: მცენარეც, ცხოველიც, ადამიანიც, რომ მის ფერს ირეკლავდა და მის გრძნობებს იზიარებდა გამჭვირვალე-წყლისფერთვალება ნაია პლანეტა ნაჰლადან – გოგონა, რომლის თვალებიც ყველა ფერს ირეკლავდა.

ლიტვა :3

ივნისი 9, 2015

vilnius

(სტანდარტულად, დღიურიდან:)

1 ივნისი:

მე და კატაშა ლიტვაში ვართ!

გუშინ ჩამოვედით კიევის გავლით.

ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ ბევრი!

Amberton კარგი სასტუმროა, საუკეთესო ყავა აქვთ ^_^

პირველი დღის შთაბეჭდილებები:

  • სუფთა მდინარე აქვთ – ისე გრილა და ნიავობს ნაპირზე ^^ ხალხი ვარჯიშობს, სეირნობს, ლუდს სვამს.
  • ველოსიპედებით დადიან – ყველა ასაკის და თანამდებობის ადამიანი.
  • ფილაქნები – kya :3
  • ზებრაზე გითმობენ – უბრალოდ, რომ იდგე და გადასვლა არ გინდოდეს, შეანელებენ, დაგიცდიან ცოტა ხნით და რომ დარწმუნდებიან, რომ არ გადადიხარ, მარტო მერე გააგრძელებენ გზას.
  • ეს ხილის ყინული ♥

თეთრი კოშკი ვნახეთ და “სასწაულზე” დავტრიალდით. “სასწაული” სამჯერ უნდა დატრიალდეო, მაგრამ მე 6-ჯერ გამომივიდა – 2 სურვილი მქონდა. “სასწაული” არის ერთ-ერთი ფილა თეთრი კათედრალის წინ.

დღეს მარიუსი მოვიდა და bus tour გვქონდა. ქარი იყო და მიხაროდა ^^

Lithuania = სადაც წვიმსო, მარიუსმა გვითხრა.

  • ხალხს ოდნავ მოტკბო, გემრიელი სუნი ასდის ♥
  • ფილაქანზე სიარული ისეთი სასიამოვნოა!

მწვანე, გრილი, სუფთა, გლუვი ვილნიუსი!

uzupis'

უჟუპისის (= მდინარის იქით) რესპუბლიკის კონსტიტუცია:

(უჟუპისი პატარა რესპუბლიკაა ვილნიუსში. ხელოვანი ხალხის). კონსტიტუცია ქართულადაც აქვთ ^^

1. ყველას აქვს უფლება, იცხოვროს მდინარე ვილნიალეს გვერდით, ხოლო ვილნიალეს აქვს უფლება, იდინოს ადამიანთა გვერდით.
2. ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ცხელი წყალი, გათბობა და კრამიტიანი სახურავი ზამთარში.
3. ყველას აქვს უფლება, მოკვდეს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი.
4. ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება.
5. ყველას აქვს უფლება, იყოს ერთადერთი და განუმეორებელი.
6. ყველას აქვს უფლება, უყვარდეს.
7. ყველას აქვს უფლება, რომ ის არ უყვარდეთ, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი.
8. ყველას აქვს უფლება, იყოს შეუმჩნეველი და, საერთოდაც, არ იყოს ცნობილი პიროვნება.
9. ყველას აქვს უფლება, იყოს ზარმაცი და უსაქმური.
10. ყველას აქვს უფლება, უყვარდეს კატები და მოუაროს მათ.
11. ყველას აქვს უფლება, მოუაროს ძაღლს მანამ, სანამ ერთ-ერთი მათგანი არ მოკვდება.
12. ძაღლს აქვს უფლება, იყოს ძაღლი.
13. კატა არ არის ვალდებული, უყვარდეს თავისი პატრონი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მხარში უნდა ამოუდგეს.
14. ხანდახან ყველას აქვს უფლება, არ იცოდეს თავისი მოვალეობები.
15. ყველას აქვს უფლება, იყოს ეჭვიანი, მაგრამ ეს სავალდებულო არაა.
16. ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი.
17. ყველას აქვს უფლება, იყოს უბედური.
18. ყველას აქვს უფლება, იყოს ჩუმად.
19. ყველას აქვს უფლება, სწამდეს.
20. არავის აქვს ძალადობის უფლება.
21. ყველას აქვს უფლება, დააფასოს თავისი უმნიშვნელობა.
22. არავის აქვს უფლება, ხელჰყოს მარადისობა.
23. ყველას აქვს უფლება, გაიგოს.
24. ყველას აქვს უფლება, ვერაფერიც ვერ გაიგოს.
25. ყველას აქვს უფლება, იყოს ნებისმიერი ეროვნების.
26. ყველას აქვს უფლება, გადაიხადოს ან არ გადაიხადოს დაბადების დღე.
27. ყველას უნდა ახსოვდეს თავისი სახელი.
28. ყველას აქვს უფლება, გაუნაწილოს სხვებს, რაც გააჩნია.
29. არავინ უნდა გაუნაწილოს სხვებს ის, რაც არ გააჩნია.
30. ყველას აქვს უფლება, ჰყავდეს ძმა, და და მშობლები.
31. ყველას აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი.
32. ყველა უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის თავისუფლებაზე.
33. ყველას აქვს ტირილის უფლება.
34. ყველას აქვს უფლება, ვერ გაუგონ.
35. არავის აქვს სხვისი დადანაშაულების უფლება.
36. ყველას აქვს უფლება, იყოს ინდივიდუალური.
37. ყველას აქვს უფლება, არ ჰქონდეს არანაირი უფლება.
38. ყველას აქვს უფლება, არ ეშინოდეს.

არ დაამარცხო.
ხელი არ შეუბრუნო.
არ დანებდე.

2 ივნისი:

On our way to Trakai.

ტრაკაი პატარა ქალაქია ფერად-ფერადი ასანთისკოლოფა – სახლებით, 2 ტბით და ამ ციხე-სიმაგრით კუნძულზე.

trakai

ტბა არის გრილი და სუფთა. ყველანაირი წყლიდან სიგრილე უბერავს და სასიამოვნოა ^^

მარიუსმა, ასეთი ცხელი დღეები ამ დროს არ გვაქვს ხოლმე, თქვენ ჩამოიტანეთო.

ამ ციხეში მეფე-დედოფლის ტახტები იდგა და თქვენთვის გაამზადესო ^^

ტახტებამდე, კედელზე, მუზეუმის დირექტორის ჰოლოგრამაა ^^ გვიღიმის და ცერა თითს ზემოთ-ქვემოთ აქნევს.

ვიცხოვრებდი ტრაკაიში!

kaunas

ეს კაუნასია. ვილნიუსს ვერ ჯობს. ქარი იყო და კარგი.

3 ივნისი:

დღეს Grand Duke Palace-ში გვქონდა ექსკურსია. მოგვეწონა პატარა. მომეწონა:

  • პატარა, ოქროს ბეჭდები;
  • ძველი, ჩუქურთმებიანი, მუქი კარადები;
  • კაზიმირის (წმინდაო) პორტრეტი, 2 ხელის მაგივრად 3 რომ აქვს – ერთი ვერსიით, მხატვარს არ მოსწონებია ხელის პოზიცია და გადაუწყვეტია, ახლიდან დაეხატა. მეორე ხელის დახატვის შემდეგ კი პირველი ხელი ვერაფრით წაუშლია. არიქა, სასწაულიაო და დატოვა, როგორც იყო);
  • ბუხრები, ბუხრებიიიი – ლამაზი ფორმის ბუხრები, მოხატული ფილებით გაწყობილი. ერთი მინიატურული ბუხრის ფილებზე ეხატა, როგორც იჭერენ, ატყავებენ და ხარშავენ/წვავენ კურდღლები მგლებს თუ ადამიანებს. ყველა დარბაზში უფრო დიდი და ლამაზი ბუხარი მხვდებოდა ^^

ტახტი, ცხადია, (და, სხვათაშრის, გვირგვინებიც) აქაც დაგვახვედრეს.

ყველაზე მეტად აქაურ ფილაქნებზე სრიალი და ქარი მსიამოვნებს.

გლუვი და გრილი ქვეყანააა.

ლაბა დიენა – შუადღე მშვიდობისა

აჩუ – მადლობა

ტეიპ – კი

ნეეე – არა

აშ ტავე მილუ – <3

:3

აპრილი 27, 2015

1797396_10204468997956376_8930432162486704649_n

წიგნის დამთავრება  –  როცა ხედავ, რომ მთავრდება და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მეგობარი გიკვდება

ანიმეს დამთავრება – ბოლო ეპიზოდის ყურებისას სუნთქვას რომ იკავებ

თმაზე ფერება – კატა რომ ვიყო, ვიკრუტუნებდი

ფეხშიშველი სიარული – სველ, გრილ, ცივ მიწაზე სიარული. ბალახიანზე და უბალახოზე. მიწის, ბუნების ძალით რომ ივსები

დაკუჭულ, ყვითელ, ძველ ფურცელზე წერა – უფრო რბილია, ხაოიანი. უფრო გემრიელად იწერება. წინააღმდეგობას არ გიწევს

ქარი – თმაში, ტანსაცმელში შემოქროლილი

(შეგრძნება)

——————————————————————————————————————————————————–

წაიკითხე მეტი…